ესპანეთის სასამართლომ ყოფილი დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ექსჰუმაციისა და გადასვენების გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით, დიდი ხანია ცდილობს ფრანკოს ნეშტის გამოსვენებას სახელმწიფო მავზოლეუმიდან და ელ-პარდოს სასაფლაოზე დაკრძალვას.
ფრანკოს ოჯახი ექსჰუმაციის წინააღმდეგი იყო და სასამართლოში შემხვედრი სარჩელიც შეიტანა. ფრანკოს ნათესავები მხოლოდ მადრიდში, ალმუდენის ტაძარში საგვარეულო სამარეში დაკრძალვაზე თანხმდებოდნენ. მაგრამ ესპანეთის ხელისუფლებამ ამ იდეაზე უარი თქვა და განმარტა, რომ უსფრთხოების დაცვის პრობლემა იქნებოდა.
ფრანკოს ნეშტი დასვენებულია მადრიდის სიახლოვეს, უდიდეს მავზოლეუმში სამოქალაქო ომის დროს ათობით დაღუპულთა ნეშტების გვერდით. ესპანეთში ბევრი ამ მემორიალს ფაშიზმის ძეგლს უწოდებს.
მემარცხენე პოლიტიკოსების თქმით, მემორიალი სამოქალაქო ომის შემდეგ უნდა გახდეს შერიგებისა და არა დიქტატორის თაყვანისცემის ადგილი.