კავკასიის რეგიონში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინებით შეიძლება. აცხადებს ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რომელიც როგორც წესი, ყოველთვის კრემლის გადაწყვეტილებებს ახმოვანებდა მაქსიმ შევჩენკო.
ამჟამად შევჩენკო რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კავკასიაში სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
საუბრობს რა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენაზე მაქსიმ შევჩენკო აცხადებს, რომ "ქართულ-რუსული მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ამ მოლაპარაკებების გამართვას მესამე ქვეყნების ანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზურგსუკან არ აპირებს".
"თუკი საუბარი იქნება ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე, მიმაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან საჭიროცაა და ძალიან მნიშვნელოვანიც. ხოლო თუკი დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედის საკითხი დადგება, ჩემი პოზიცია აქ ნათელია: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აზრის გათვალისწინებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე ეს მოლაპარაკებები - არაეფექტური და უნაყოფო იქნება", _ აცხადებს შევჩენკო და დასძენს, რომ მისი აზრით, საქართველოსა და რუსეთს ბევრი აქვს პირისპირ სალაპარაკო.
"თუმცა ვშიშობ, რომ ქართული მხრიდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა საკვანძო საკითხად იქნება დაყენებული. რუსეთი კი სოხუმისა და ცხინვალის ზურგსუკან ამ რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არც ერთი პრობლემის განხილვას არ დაიწყებს", _ აცხადებს შევჩენკო.
მასალის გამოყენების პირობები