დღეს, 28 სექტემბერს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის "თსუ - გორდელას" სოლო-კონცერტი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონცერტი თსუ-ს მე-8 კორპუსში გაიმართება, რომელსაც სტუდენტებისა და ხელოვანების გარდა, თბილისის მერიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ანსამბლი მიმდინარე წელს "არტ-გენი 2010"-ის ფავორიტი ანსამბლი გახდა და ფესტივალთან ერთად მთელი საქართველო მოიარა. "არტ-გენის" გარდა, ანსამბლი ყველა ტრადიციული ფესტივალისა და ღონისძიების მონაწილეა.
"თსუ - გორდელა" 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ანსამბლ "ურმულის" სოლისტმა თამაზ მამალაძემ დააარსა. იგი ცხრა სტუდენტი გოგოებისგან შედგება.