რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, "მოსკოვის მერის უფლებამისილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ".
"რუსეთის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის გამო იური მიხეილს ძე ლუჟკოვი გადაყენებული იქნეს მოსკოვის მერის თანამდებობიდან", _ აღნიშნულია ბრძანებულებაში.
როგორც კრემლის პრეს-სამსახური იუწყება, მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტმა ქალაქის საამშენებლო კომპლექსის ხელმძღვანელი ვლადიმერ რესინი დანიშნა.
რესინი 74 წლისაა და ის მოსკოვის მერის ყველაზე ხანდაზმული მოადგილე იყო. ლუჟკოვის არყოფნის დროს სწორედ რესინი ასრულებდა მოსკოვის მერის მოვალეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ აჟამად დიმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, გუშინ ერთკვირიანი შვებულებიდან დაბრუნებული იური ლუჟკოვი აცხადებდა, რომ იგი გადადგომას არ აპირებდა. აღნიშნული განცხადების შემდეგ ანალიტიკოსები აცხადებენენ, რომ ლუჟკოვმა კრემლთან მოლაპარაკებები ვერ შეძლო.