"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "მაესტროს" შეკითხვებმა გააღიზიანა. შეკითხვები წარმომადგენლობით სახალხო კრებას ეხებოდა. კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კრების მუშაობაში ზურაბ ნოღაიდელი და ალექსანდრე ებრალიძეც აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
"ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ვისთვისაც უმთავრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ კრების საქმიანობაში", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ, "მაესტროს" ჟურნალისტმა ბურჯანაძეს ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრები ერთიან პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას, რაზედაც ბურჯანაძემ უპასუხა, რომ იგი არც ამის შესახებ ფლობდა ინფორმაციას:
"ეს არ მაინტერესებს. მე უფრო ის მაინტერსებს, რატომ გადაასწრო მაესტროს" შეკითხვებმა "რეალ თV"-ისა და სახელისუფლებო ტელევიზიების შეკითხვებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძე დღეს "გამარჯვების პარკში" საქართველოს ვეტერანთა ლეგიონის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. აღნიშნული ინციდენტი სწრედ "გამარჯვების პარკში" მოხდა.