საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მხრიდან ოს სეპარატისტებისთვის ე.წ. დამოუკიდებლობის მილოცვას ქართველი ხალხის უპატივცემულობად აფასებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, კომუნისტური რეჟიმის გარდა, რელიგიური მრწამსისთვის ისეთი დარტყმა არავის მიუყენებია, როგორც რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას.
"სამწუხაროა, რომ, ერთის მხრივ, რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან სახელმწიფო საკითხებში ჩარევა ხდება და, მეორეს მხრივ, უგულებელყოფა იმ უკანონობის, რომელსაც ეკლესია უნდა აღიარებდეს. ამასთან, ეს არის ქართველი, მართლმადიდებელი ერის უპატივცემულობა, " - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმს რუსეთის პატრიარქმა კირილიმ ე.წ. დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა.