ოპოზიციის ერთიანობაზე მეტად ქართველი ხალხის ერთიანობაა აუცილებელი, _ განაცხადა ვაკის პარკში სოხუმის დაცემის 17 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები.
"ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიდმინარეობს, თუმცა რაიმე ორგანიზაციულ ერთობასთან ჯერ შორს ვართ. ოპოზიციის ერთიანობაზე მეტად აუცილებელი ქართველი ხალხის ერთობაა. თუმცა ხელისუფლება აღწევს იმას, რომ ხდება ერის გათითოკაცება", _ განაცხადა სანიკიძემ.