ყაზახეთს სურს სემიპალატინსკის რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის გამოიყენოს. ის ტერიტორიები, რომლებზეც საბჭოთა პერიოდში ბირთვული ბომბების გამოსაცდელად გამოიყენებოდა და სადაც მეცნიერების მონაცემებით, "ათასობით ხიროსიმის ექვივალენტური აფეთქებებია წარმოებული", სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული. უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთის ინიციატივას პირველ ეტაპოზე მხარი დაუჭირა ატომური ენერგიეს საერთაშორისო სააგენტომ თუმცა ექსპერტებმა ერთხმად განაცხადეს, რომ აღნიშნული გამოიწვევს საკვებად გამოსაყენებელ პროდუქტებში რადიოაქტიური ნივთიერებების მოხვედრას და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნული ტერიტორიები საძოვრებადაა გახსნილი, რასაც ასევე ეწინააღმდეგებიან ექსპერტები. ტომსკის უნივესიტეტის პროფესორის ლეონიდ რიხვალოვის განმარტებით, თუ პლუტონი მოხვდება ბიოლოგიურ ჯაჭვში მას შეუძლია გამოიწვიოს ციტოგენეტიკური კატასტროფა, რომელიც აისახება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ჯანმრთელობაზე.
"ამ მიწების საძოვრებად ან სხვა მნიზნით გახსნა იქნება დაუშვებელი შეცდომა"- აცხადებს პროფესორი.
სსრკ-მ 1949-89 წლებში ამ ტერიტორიაზე 456 ბირთვული ბომბი ააფეთქა. ეს არის იზოლირებული ტერიტორია, რომელიც უელსის ტოლაა. აღსანიშნავია, რომ სემიპალატინსკში განხორციელებული ბირთვული გამოცდების შედეგად 1 მლნ ადამიანზე მეტი დაავადდა.
იმ შემთხვევაში თუ ატომური ენერგიეს საერთაშორისო საგენტო ნებას დართავს ყაზახეთს, აღნიშნული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი კომერციული მიზნებისთვის გამოუყენოს, ეს იქნება მსოფლიოში პირველი პრეცედენტი, ყოფილი ბირთვული პოლოგონის ბიზნესინეტერებისათვის გამოსაყენებლად.