ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ყველა უბანი დაიხურა, თუმცა რჩება რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მიცემის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ვენესუელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა სანდრა ობლიტასმა ჟურბალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესმა დარღვევების გარეშე, ამომრჩევლის მაღალი აქტიურობის ფონზე ჩაიარა.
ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური ძალები, რომლებმაც 2005 წლის არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, იმედოვნებენ, რომ პარლამენტში უმრავლესობით შესვლას მოახერხებენ. თავის მხრივ, მმართველი, სოციალისტური პარტიის ლიდერმა და ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი პარლამენტში მანდატების ორიმესამედის მოგროვებას შეძლებს.
ვენესუელაში ხმის დათვლის ავტომატური სისტემა მოქმედებს. შესაბამისად, პირველადი შედეგები ხმების დათვლიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნულ საპარლამენტო არჩევნები უგო ჩავესის პოპულარობის ერთგვარი ტესტია, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ცნობისათვის, ვენესუელის პარლამენტში 165 მანდატია. წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ჩავესის პარტიას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 137 წარმომადგენელი ჰყავდა.