გაერომ უცხოპლანეტელებთან შესახვედრად დედამიწაზე "პლაცდარმი" მოამზადა. კოსმიური სივრცის საკითხებში გაეროს სამმართველოს დირექტორად მალაიზიელი ასტროფიზიკოსი ქალი მაზლან ოტმანი დაინიშნა, მას უცხოპლანეტელ სტუმრებთან პირველ კონტაქტზე პასუხისმგებლობა დაევალა.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მაზლან ოტმანი კოსმოსის გამოკვლევის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, რომელიც მომავალ კვირას ქალაქ ბაკინგემშირში გაიმართება. იქ მეცნიერი ისაუბრებს თავის პოტენციურ როლზე და აუხსნის დელეგატებს, რომ კოსმოსის გამოკვლევამ და ახალი ვარსკვლავების აღმოჩენამ რეალური გახადა დედამიწელების შეხვედრა უცხოპლანეტელებთან.
ოტმანი ასევე აცხადებს, რომ "კოსმოსში უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი სიგნალების ძიება ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ დადგება დღე, როდესაც დედამიწელები ამ სიგნალს იპოვიან".
"ხოლო როდესაც ეს მოხდება ჩვენ კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ და უნდა გვქონდეს მზა მექანიზმი ამგვარი კოორდინაციისათვის", _ აცხადებს 59 წლის ოტმანი.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს პროფესორი რიჩარდ კროუტერი მიიჩნევს, რომ პირველი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან ალბათ რადიო ან სინათლის სიგნალის მეშვეობით მოხდება. ამასთან ერთად, იგი ასევე მიიჩნევს, რომ პირველი უცხოპლანეტელები, რომლებთანაც კაცობრიობა გავა კონტაქტზე იქნებიან მიკრობები და არა რამე გონიერი არსება.