30 სექტემბერს თბილისს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, პარალმენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
1 ოქტომბერს ნატოს გენერალური მდივანი სამოკავშირეო ოფისის ინაუგურაციას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში ანდრეს რასმუსენი ქართულ მხარესთან ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.