უბედური შემთხვევა ჩაქვში. მატარებელი ტურისტს დაეჯახა. უკრაინის მოქალაქე ადგილზევე გარდაიცვალა. ის პროზექტურაში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275- მესამე ნაწილით დაიწყო.