საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დასანერგად და შედეგიც სახეზეა, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შევძელით ათეულობით ათასი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა.
დღეისთვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა მკურნალობა წარმატებით დაასრულა.
მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, იმისათვის, რომ სრულად დავამარცხოთ ეს გამოწვევა, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს სკრინინგი და მინდა, თითოეულმა მოქალაქემ, ვინც დღეს ამ ვირუსს ებრძვით, იცოდეთ - სახელმწიფო დგას თქვენ გვერდით და გააკეთებს ყველაფერს, რათა განიკურნოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!", - გაანცხადა ბახტაძემ.