2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 93 ადამიანი დაიკარგა, მათგან 53 იპოვნეს [5 - გარდაცვლილი], 40 ადამიანი კი ამ დრომდე იძებნება.
წელს დაკარგულთა 95 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, 2 - საუდის არაბეთის, 4 - ბელგიის, 1 - რუსეთის, 1 - ყაზახეთის და 1 აზერბაიჯანის. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქე ნაპოვნია.
თუმცა ეს მხოლოდ ექვსი თვის სტატისტიკაა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, თუ დროის უფრო დიდ ინტერვალს ავიღებთ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის [1973-2019 წწ] საქართველოში 993 ადამიანი იძებნება, მათგან 32 არასრულწლოვანია.
ყველაზე მეტი ადამიანი თბილისშია დაკარგული. 1973 წლიდან დღემდე დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისი - 364 დაკარგული
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი -- 161 დაკარგული
შიდა ქართლი - 123 დაკარგული
ქვემო ქართლი - 85 დაკარგული
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 74 დაკარგული
კახეთი - 74 დაკარგული
აჭარა - 63 დაკარგული
სამცხე-ჯავახეთი - 13 დაკარგული
გურია - 13 დაკარგული
მცხეთა-მთიანეთი -14 დაკარგული
აფხაზეთი - 9 დაკარგული
წყარო: ბათუმელები