თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 23-ე კილომეტრზე "კამაზის" ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფირმაციით, სატვირთო მანქანაზე ათზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმემ გადმოსვლა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.