დღეს, 26 ივლისს 11:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი" გაიხსნება.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი გახსნიან.
14:30 საათზე ქალაქ თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტების გამოფენა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება.