იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.
17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2019 წლის 31 ივლისს ჩატარდება. დამატებით ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონული მისამართზე.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:
- საკონსტიტუციო სამართალი;
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
- სისხლის სამართალი;
- სისხლის სამართლის პროცესი;
- სასჯელაღსრულებითი სამართალი;
- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა, ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტები, პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.tcj.gov.ge/ka/news/490/