16 ივლისს, 14:00 საათზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ქალაქ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია სააგენტოს მაშველებს, ვეტერინარებს, ფერშლებს, სანიტრებსა და კინოლოგებს მადლობის სიგელებს გადასცემენ. ღონისძიების ფარგლებში თავშესაფრის ტური მოეწყობა და სტუმრებს საშუალება ექნებათ მოინახულონ მაშველების მიერ გადარჩენილი, დაკარგული და გასაჩუქებელი ცხოველები.