„ბუნებრივ ღია კალაპოტში წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირება“ - პრობლემა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსაზღვრავს ნაციონალურ უსაფრთხოებას და სადოქტორო თემა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დოქტორანტმა ვასილ ხორავამ წარადგინა და დაცვა.
თემაზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა ალაზნის კალაპოტი, არხის ფერდობზე ნაწილაკების გადაადგილების მექანიზმი; ემპირიული კოეფიციენტების განსაზღვრის მიზნით თეორიული დამოკიდებულებების მისაღებად, დადგინდა ერთგვაროვანი ზომის შეჭიდული ნიადაგების გაურეცხაობის სიჩქარე; შესწავლილ იქნა ნაკადის კინემატიკური სტრუქტურა ტრაპეცოიდურ განივკვეთის კალაპოტში, მონაკვეთის ფორმის მიხედვით. თანამგზავრიდან მიღებული მასალის ანალიზის შედეგად და მათი GIS პროგრამით დამუშავების შედეგად განისაზღვრა რისკის ზონები, რის საფუძველზეც პრევენციული ღიონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.
ვასილ ხორავას სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელები არიან ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი და პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ლეხ დზიენისი.
„თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, 1988-2015 წლებში ჩატარებული ადამიანის მიერ გამოწვეული ნიადაგის დეგრადაციის გლობალური სეფასებით (KLACOD) მსოლფიოში 1.093.7 მილიონი ჰექტარი ეროზირებული ნიადაგი იყო და ნიადაგის დეგრადაციის (დეფლაცია, საფარის დაზიანება, დამლაშება და სხვა) ქარისნიერი ეროზია, რომელსაც მეორე ადგილი უკავია, 550 მილიონი ჰექტარია. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიარდი ჰექტარი სახნავი მიწა იყო ეროზირებული, ამდენად თემა, რომელის ბატონმა ვასილმა დაამუშავა და წარუდგინა კომისიას, ეხება ერთ-ერთ უმწვავეს საკითხს, რაც საქართველოსთვის უცხო არაა. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ბატონ ვასილთან მუშაობა და მინდა გითხრათ, რომ მისი სახით ქართულ სამეცნიერო წრეს კარგი კადრი შეემატა“ - განაცხადა პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ლეხ დზიენისი.
სადოქტორო ნამუშევრის ავტორმა, ვასილ ხორავამ დამსწრე საზოგადოებას თემის აქტუალურობის შესახებ ესაუბრა.
„საქართველოში ეროზიულმა პროცესებმა სახიფათო დონეს მიაღწია და დაზიანებამ მნიშვნელოვანი ტერიტორიები მოიცვა. აქედან გამომდინარე საჭიროა დაიწყოს ფართომასშტაბიანი სამუშაოები ეროზიის პროცესებისა და ინტენსივობის გავრცელების შემცირების მიზნით. ამიტომ დღეს წარმოვადგინე სადოქტორო თემას, რომელიც ეხება ამ მნიშვნელოვან საკითხს და რომელიც მთელს ქვეყანაში პრობლემატურია. კონკრეტულად შევისწავლეთ მდინარე ალაზნი. მოგეხსენებათ, ალაზანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამყოფი ზოლია, ამიტომ, ზოგადად, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია დროულად მივაქციოთ ყურადღება, როგორც გარემოს დაცვის, ასევე გეოგრაფიული და საზღვრის დაცვის კუთხით“ - აღნიშნა ვასილ ხორავამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი დავით გურგენიძე მაღალ შეფასებას აძლევს ვასილ ხორავას თემას და აცხადებს: მართალია კვლევა ჩატარდა ალაზანზე, მაგრამ თემა ეხება საქართველოს მდინარებს. თემა განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკული პროექტებისთვის. საქართველოს მდინარეთა სიუხვით გამოირჩევა და შესაბამისად ჰესების მშენებლობა აქტიუალურია, ვასილ ხორავას მიერ დამუშავებული საკითხი კი ენერგეტიკოსებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ სამუშაოები“.