ჩვენი ამოცანაა, თუ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა - ვასაძე „თბილისი პრაიდზე“ - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში, რომელიც მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ „თბილისი პრაიდი“ ხვალ გაიმართება
ბიზნესმენი მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდებს, რათა არ დაუშვან „თბილისი პრაიდის“ ჩატარება. ვასაძე ვიდეომიმართვაში მოუწოდებს მომხრეებს რომ ხელზე შეიბან თეთრი ცხვირსახოცები ან ზეწრის ნაჭრები, რათა ერთმანეთი ამოიცნონ და ასევე ქამრები, რათა პრაიდის მონაწილეები „გაათრიონ“.
„ჩვენ იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრგის დამყარებისა. იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს, ცემა-ტყეპა და სისხლისხღვრა. ჩვენი ამოცანა არის, თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვილობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები ან ზეწრის ნაჭრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ასევე ხელზევე შებმული ქამრები, რათა იქიდან შევძლოთ გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელები“, - თქვა ვასაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ "ღირსების მარში" რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო, ხვალ 8 ივლისს გაიმართება.