ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად, დასახული მიზანი განხორციელდა და ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ!
ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება და საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.
"აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ჰოლივუდის მაღალი რანგის, წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში. ჰოლივუდის წარმომადგენლების ვიზიტი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინიცირებითა და ორგანიზებით შედგა!", განმარტავენ სააგენტოში.