გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და სტუდენტები საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ და საპროტესტო აქცია გამართეს - "არა ოკუპაციას", რუსეთი ოკუპანტია".
აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებენ და იმედი აქვთ, რომ მათ ხმას მსოფლიო გაიგებს. ისინი ასევე მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანესიას.
აქციის ორგანიზატორები არიან დიუსელდორფში მცხოვრები ქართველები ნონა მინდიაშვილი, ლია კუნელაშვილი, რუსუდან ელიზბარაშვილი, სალომე ხურცილავა.





