ხვალ, 1-ელ ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საკონსტიტუციო ინიციატივა "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
"პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.