მოუწევს მთავრობას რომ გადადგეს, მე ასე ვფიქრობ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომელიც „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობდა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწევს გადადგომა, თუმცა სანდრა რულოვსის განცხადებით, მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს.
„გიორგი გახარიას მოუწევს პოსტის დატოვება. მე პირადადაც ვურჩევ, რომ მალე გადადგეს, რადგან ეს პროტესტი არ გაჩერდეს. სჯობს, ხალხმა ისევ თავის საქმეს მიხედოს და გახარია მიხვდეს, რომ უნდა გადადგეს. უნდა მოვიდეს, ახალი არამხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს. მოუწევს მთავრობას რომ გადადგეს, მე ასე ვფიქრობ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.