"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დალოცვას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ახლა კიდევ გამამტყუნებენ. ამ მოძალადის უსახო ხელის ბიჭთან შეხვედრას იქნებ სჯობდა პატრიარქს მოენახულებინა ბიძინასაგან თვალგამოთხრილი ახალგაზრდები. თუმცა უჩინონი და უფულონი ბევრ, უმაღლეს ანაფორიანთათვის მხოლოდ გამოსაყენებელი მასაა, რომელთაც მორჩილების ნაცვლად მხოლოდ, იმ ქვეყანაში პირდებიან სამოთხეს", - წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახი დალოცა.