სენაკში 10 წლის გოგონა მამასთან ერთად მდინარე ცივში დაიხრჩო. მამა-შვილი სოფელ საწულეისკიროში ცხოვრობდნენ.
ცხედრები მაშველებმა დღეს იპოვეს. მდინარე ცივში სამძებრო სამუშაოებში 3 მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.