საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოს მხარდასაჭერ კამპანიაში ჩაერთო და ტურისტებს ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს.
"ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" - ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი", - წერს ელიზაბეთ რუდი.