შვედეთის ელჩი, ულრიკ ტიდესტორმი მიკრობლოგ „ტვიტერში“ საქართველოს მხარდამჭერ ფოტოს ავრცელებს და შვედეთის მოქალაქეებს საქართველოში სამოგზაუროდ იწვევს.
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. საქართველო არის საოცრად ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანა. თუ აქამდე არ ყოფილხართ, თქვენ აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას და თუ ნამყოფი ხართ ეს ის ადგილია, სადაც კიდევ ერთხელ უნდა დაბრუნდეთ“,- წერს შვედეთის ელჩი მიკრობლოგ ტვიტერში და თანამოქალაქეებს მოგზაურობის ინფორმაციის მისაღებად ვებგვერდ swedenabroad.se-ზე შესვლას ურჩევს.