საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიწყო. უწყებისკენ ავტოკოლონა მიემართება.
ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.
"ყველას გვინდა გავაგებინოთ, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით, ისინი სანაპიროზე ჩავლენ და საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ გაემართებიან.
ისინი შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს.