24 ივნისიდან, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს მიღებენ როგორც წელს სკოლადამთავრებულები, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირები, კერძოდ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წლებში (2011 წლიდან) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს, თუმცა მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ან გავიდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღეს.
ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ. ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, სრულიად უფასოდ გაიცემა.