ფეხბურთელი გურამ კაშია თბილისში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ეხმიანება.
"რუსეთი ოკუპანტია! განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. #რუსეთიოკუპანტია - მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული", - წერს გურამ კაშია.