გრიგოლ ვაშაძე რუსთაველზე პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მიმართავდა, რომლის უმეტესობას სტუდენტები, უფროსკლასელი ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეადგენენ. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში, აქციის მონაწილეებმა ვაშაძეს დაუსტვინეს და მისი აქციაზე გამოჩენით გამოწვეული უკმაყოფილება დააფიქსირეს.
გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეებს მიესალმა და მალე დაუთმო სხვა სიტყვით გამომსვლელს.