საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
პარლამენტთან მიმდინარე აქცია სამარრთალდამცავებმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ცუდად გახდნენ. დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც. რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ჯერ ცრემლსადენი გაზის კაფსულები ესროლეს. შემდეგ კი მათ რეზინის ტყვიები ესროლეს.