არა ოკუპაციას!!! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში - წერს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.
მამუკა ხაზარაძის განცხადების ფონია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალრიცხოვანი აქცია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ათასობით მოქალაქე აპროტესტებენ დღეს, პარლამენტის შენობაში, საპარლამეტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომაზე, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერატის მთავარი ტრიბუნის დააკვებას.
საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის შიდა ეზოში რამდენიმე ყვითელი ავტობუსი დგას, რომელშიც პოლიციის სპეცტექნიკაა განთავსებული.