საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის შიდა ეზოში რამდენიმე ყვითელი ავტობუსი დგას, რომელშიც პოლიციის სპეცტექნიკაა განთავსებული.
ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, პოლიციის მობილიზება სწორედ ამ აქციას უკავშირდება. სამართალდამცველებს ჩაკეტილი აქვთ შენობაში შესასვლელი ყველა კარი.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, მათი მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება.