დღეს, 15 ივნისს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა ქვეყნის მეხუთე და ამავდროულად პირველი ქალი პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას ინაუგურაცია. დღეიდან, ჩაპუტოვა ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
„მე აქ ვარ არა იმისთვის, რომ ვმართო, არამედ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვამ საზოგადეობაში ფართო მოწონება დაიმსახურა.
„ახალი პრეზიდენტის სიტყვა არ იყო კონფრონტაციული. ის იყო პოზიტიური გზავნილებით გაჟღენთილი და არ ესხმოდა თავს პოლიტიკურ ოპონენტებს. იგი არის მოწოდებული გაერთიანებისკენ და არა დაყოფისკენ“, - განაცხადა სლოვაკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა უცხოურ მედიასთან საუბრისას.
პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების თითქმის არმქონე, ანტიკორუფციული და გარემოსდაცვითმა აქტივისტმა, 45 წლის ზუზანა ჩაპუტოვამ, 31 მარტს გამართული, სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
არჩევნებში ჩაპუტოვამ 58 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.