ოქტომბრიდან აჭარაში " Weekend" ტურები დაიწყება
აჭარაში " Weekend ტურები" იწყება. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ვაჟა დიასამიძის თქმით, ტურები ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი ბათუმში არსებულ კლუბებში, სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში 20%-იანი ფასდაკლების სისტემა იმუშავებს.
ტურიზმის დეპარტამენტი ფასდაკლებების შესახებ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან და "საქართველოს რკინიგზასთანაც" აწარმოებს. Weekend -საგზურები თბილისში, ტურისტულ სააგენტოებში გაიყიდება. აჭარის ტურიზმის დეპარატმენტის მონაცემებით, წელს ე. წ. ხავერდოვან სეზონზე, გასული წლების მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია დამსვენებელთა რაოდენობაც.
ვაჟა დიასამიძის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელრი თითქმის გაორმაგებულია და მარტო სექტემბრში აჭარას 50 ათასამდე დამსვენებელი ეწვია. საერთო ჯამში კი წლევანდელ სეზონზე აჭარა 700 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა.