მთავრობა ინვესტორების დახმარებით რაჭაში ახალი ჰესის მშენებლობას გეგმავს. 70.6 მგვტ. სიმძლავრის ალპანას ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იგეგმება.
ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ~ალპანა ჰესი~ მდინარე რიონზე უნდა აშენდეს.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა განაცხადები ენერგეტიკის სამინისტროში 8 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.
განაცხადების მიღებისა და გაცნობის შემდეგ მთავრობა საუკეთესო პირობების მქონე ინვესტორს შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, კონკრეტულად ვინ ააშენებს იმერეთში ახალ ჰესებს.