"რესპუბლიკელები" პროფესიული სასწავლებლების გაუქმებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანების, გაუქმებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, თინათინ ხიდაშელმა გააკეთა.
ხიდაშელის განმარტებით, შაშკინის ბრძანების შემდეგ 14 პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი უსამსახუროდ დარჩა, რაც "რესპუბლიკური" პარტიის განცხადებით, დაუშვებელია.
"ამ ბრძანებით მინისტრმა შაშკინმა 15 სექტემბრამდე (ერთ დღეში) ქვეყანაში მოქმედი 14 პროფესიული სასწავლებლის გაუქმების ბრძანება გამოსცა და უამრავი სტუდენტი სასწავლებლის, ხოლო პედაგოგი უსამსახუროდ დატოვა", - განაცხადა ხიდაშელმა.
მან აღნიშნა, რომ "14 სექტემბრის ბრძანება არის უკანონო და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს".