აშშ-ის სენატის საერთაშორისო კომიტეტმა რამდენიმე ქვეყანაში ელჩების კანდიდატურები განიხილა. სენატორმა კერიმ ალბანეთში, ჩეხეთში, სლოვენიასა და აზერბაიჯანში დასანიშნი ელჩების კანდიდატურები განიხილა.
აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა ინიშნება.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა 3 აგვისტოს მოხდა. მაშინ ბრაიზა სენატის წინაშე წარდგა, თუმცა მისი კანდიდატურა არ დაამტკიცეს.
მეთიუ ბრაიზას კანდიდატურა მაშინ სენატორმაBარბარა ბოკსერმა დაბლოკა. ამერიკა ზერბაიჯანში ელჩის გარეშე 2009 წლის ივლისიდანაა დარჩენილი. 2010 წლის 1-ელ ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ადამ სტერლინგი ასრულებს.