ყველა გამოწვევისა და სირთულის მიუხედავად საქართველო მისაბაძი ქვეყნაა. ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა და სრულუფელბიანმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროს სამიტზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება.
"უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სახელმწიფოს არ აქვს თანაბარი წარმატებები მიზნების მისაღწევად. ზოგიერთ სახელმწიფოში რეგრესიც შეიმჩნევა და ამ ფონზე სწორედ საქართველოს წარმატების მაგალითის წარმოჩენა, რომელმაც ძალიან რთული გზა გამოიარა ბოლო წლებში", - აღნიშნა ლომაიამ.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა, საომარი მოქმედებებისა და აგრესიისა საქართველოს როგორც სახელმწიფოს აქვს მისაბაძი შედეგი სამივე სფეროში - ჯანდაცვა, განათლება და სოციალური სფეროში.