დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, სააკაშვილი თავის გამოსვლაში ყურადღებას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებზე და იმ საფრთხეებზე ისაუბრებს, რომელიც ამ დრომდე ქვეყანაში კიდევ არსებობს.
23 სექტემბერს კი პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებს გახსნის.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 65 სესიაზე დასასწრებად ქართული დელეგაცია 20 სექტემბერს გაემგზავრა, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.