თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ალეკო ელისაშვილს პასუხობს.
"სიმართლე გითხრათ იოსელიან-ელისაშვილის მხარდაჭერა უფრო მათ თავად სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს. მეტი დაფიქრება მართებს ელისაშვილ-იოსელიანს რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე. ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული.
შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი (შესაბამისად ელისაშვილი). ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა (რატომღაც ერთიანი კანდიდატი ყველას მხოლოდ თავის თავი წარმოუდგენია), მაშინ რატომ არ "ჰკითხა თავის ამომრჩეველს" ვუნდოდით ევროპული საქართველო პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ - მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?!
მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი", - ამბობს გიგი უგულავა.