აზერბაიჯანელებსაც პატივს ვცემთ, ალიევიც მიგვაჩნია რომ გონიერი პრეზიდენტია, მაგრამ ნუ ეპოტინებიან ჩვენსას, - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დავით გარეჯის ირგვლივ განვიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ჩვენ რომ ვლაპარაკობთ პატივისცემაზე, ჩვენ ნურავინ გვასწავლის აზერბაიჯანელების პატივისცემას. აზერბაიჯანელებსაც პატივს ვცემთ, ალიევიც მიგვაჩნია რომ გონიერი პრეზიდენტია, მაგრამ ნუ ეპოტინებიან ჩვენსას. დავით გარეჯი ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქართული მიწაა ესა. საქართველოს ხელისუფლებამ, ისე კი არა, ენის კანკალით რომ ლაპარაკობენ, ღირსეულად უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მაგრამ რისი დამცველები ხართ თქვენ, ქართულ ოცნებას ვეუბნები. ამ ხალხისთვის ვერ მოგივლიათ. ახლა გადასულები არიან თქვენი მხილების რეჟიმზე. ახია თქვენზე, იმიტომ რომ შეერთდით ამ დანაშავეებთან, რეზოლუციას ჩვენსას მხარი არ დაუჭირეთ. არჩევნების წინ გახსენდებათ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებები. უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. აღარავინ არავის რომ პატივს არარ სცემს. საერთოდ დაკარგულია ყველანაირი ზნეობა, მორალი. რა პარლამენტი ვართ ჩვენ საერთოდ. რა პარლამენტი ვართ, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. მრცხვენია აქ რომ ვზივარ. ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ“, - განაცხადა ინაშვილმა.