საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“- ში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გერიატრიულ ენდოკრინოლოგიაში მიმდინარეობს. კონფერენცია ტარდება ევროპის ენდოკრინული საზოგადოების (ESE) მხარდაჭერით
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართველი ექიმების პროფესიული განათლების დონის ამაღლებას სიბერესთან ასოცირებული ენდოკრინული დაავადებებიის სპეციფიკურ მკუნალობისა და მართვის საკითხებში.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგენ მსოფლიო დონის ექსპერტები პროფესორი მარკ ბლექმანი აშშ-დან; პროფესორი ემილიანო კორპას კობისა და პროფესორი ხუან კარლოს გალოფრე, ესპანეთიდან. კონფერენცია ორდღიანია და მონაწილეები ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილავენ კლინიკური შემთხვევებს, პაციენტთა გამოკვლევებისა და მკურნალობის სქემის ალგორითმებს. კონფერენციის ფარგლებში განხილული ინფორმაცია ეფუძნება უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებსა და ექსპერტთა რეკომენდაციებს. კონფერენციაზე მოხდება გერიატრიულ ენდოკრინოლოგიაში არსებული უახლესი სტატიების ქართულენოვანი კრებულის პრეზენტაცია.
2015 წლის მსოფლიოს გაერთინებული ერების მიერ დაბერების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ხანდაზმულთა (≥60წ. ასაკის ადამიანები) რიცხვი საგრძნობლად იმატებს ყველა ქვეყანაში. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ასაკის ადამიანების რიცხვი 2015 წლიდან 2030 წლისთის, 901 მილიონიდან 1,4 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო 2050 წლისთის გაორმაგდება. უფრო მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი 80 წელზე მეტ ასაკობრივ კარტეგორიაში, რაც 2050 წლისთვის შესაძლოა გასამმაგდეს. ასევე, გასათავალისწინებელია რომ ხანდაზმულ პაციენტებს უფრო ხშირად უვითარდებათ ენდოკრინული დარღვევები და ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვაც ასაკოვნებში მნიშვნელოვნად განსახვავებულია.