აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი გაეროს წევრი ქვეყნები ადრე თუ გვიან გახდებიან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის სერგეი მირონოვმა ცხინვალში განაცხადა, სადაც იგი ოსი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.
"ამ პროცესის დაჩქარება საჭირო არ არის. ამ ეტაპზე ზოგიერთი სახელმწიფო ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვისას "უფროსი მეგობრების" პოზიციას აკვირდება, ვიღაცას კი დამატებით არგუმენტები სჭირდება", - აღნიშნა მან.
ამასთან, მირონოვის მტკიცებით, საქართველოს მცდელობა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაერწმუნებიან, რომ 2008 წელს მოვლენებში რუსეთის ქმედება არასამართლიანი იყო მიზანს ვერ მიაღწია.
მისივე თქმით, ის ელოდება თვითონ ქართველი ხალხისგან, რომელიც "თავის სიტყვას" იტყვის "სააკაშვილის დემოკრატიასთან" დაკავშირებით, რომელსაც "ოსი ხალხის აღგვა უნდოდა დედამიწიდან".