რუსეთის ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას. ეს განცხადება ცხინვალში მყოფმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა გააკეთა. მირონოვი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.
"ჩვენ გვახსოვს 2 წლის წინ მშვიდობიანი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია. რა თქმა უნდა დღეს ძალიან რთულია რესპუბლიკის აღდგენა. მინდა გითხრათ, რომ რუსეთი როგორც ადრე ეხმარებოდა სამხრეთ ოსეთის მოძმე ერს ისევე გააგრძელებს მის დახმარებას მომავალში", _ განაცხადა მირონოვმა ცხინვალში.
მისივე თქმით, რუსეთში ძალიან კარგად ესმით, თუ რა ძნელია იცხოვრო ისე, რომ ხალხი კი არ არსებობდეს, არამედ ცხოვრობდეს ნორმალური ცხოვრებით.
"რესპუბლიკას სოციალ-ეკონომიკური განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს. ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი სახლები, ახალი ობიექტები და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამიტომაც ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ რუსეთი როგორც წარსულში ეხმარებოდა ოსეთს ისევე დაეხმარება მომავალში", _ განაცხადა მირონოვმა.
მასალის გამოყენების პირობები