საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ 17 მაისთან დაკავშრებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია.
„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.