სასწავლო პროგრამას რომ გადახედოთ, ეს არის ფეტიშიზმი ინდივიდუალიზმის და ეგოიზმის - განაცხადა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ. ნაცვლიშვილმა ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რა აზრი აქვს ამ სიტყვის ამოღება, თუ და „იმ ღირებულებებს დავტოვებთ თვითონ შინაარსში“.
„უბრალოდ, რატომ ვახდენთ ამ ცვლილებას, ამის არსი ვერ მივხვდი, რა არის იმიტომ, რომ თუ ჩვენ, უბრალოდ, ამ სიტყვას ამოვიღებთ და იმ ღირებულებებს დავტოვებთ თვითონ შინაარსში, სასწავლო პროგრამაში იმიტომ, რომ სასწავლო პროგრამას რომ გადახედოთ, ეს არის ფეტიშიზმი ინდივიდუალიზმის და ეგოიზმის. ეგ არის ზუსტად ლიბერალური ღირებულებები დღევანდელი გაგებით და ის თუ არ ამოვიღეთ იმ სასწავლო პროგრამიდან, სახელის ამოღებას რა აზრი აქვს, მითხარით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.