ხვალ ამ ქვეყანაში "მურუსიძეობა" დაიმარხება და მისი მესაფლავე შალვა შავგულიძე იქნება - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა სამშაბათის დებატებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
“ისტორიული მომენტია. სამშაბათს 30 აპრილს, იმედზე (!) "გირგვლიანის საქმის" მოსამართლე მურუსიძე და ადვოკატის შალვა შავგულიძის დებატია 13 წლის შემდეგ და იმედი მურუსიძისკენაა (უფრო ზუსტად იმ თრენდისკენ, რომ მურუსიძე კარგი კაცია, შავგულიძე ცუდი). მართლა ყველაფერია ამ ქვეყანაში შესაძლებელი.
პ.ს. ამასთანავე, როგორც მაყურებელი, მადლობა "იმედს", რადგან ხვალ ამ ქვეყანაში "მურუსიძეობა" დაიმარხება და მისი მესაფლავე შალვა შავგულიძე იქნება” - წერს გიგი უგულავა.